გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

26-07-2024

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ტონა) აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, 9%-ით გაზრდილია ექსპორტით მიღებული შემოსავალიც, რომელმაც 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ატმით და ვაშლატამათი მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი აშშ დოლარი იყო. ასევე, 5%-ით გაზრდილია ატმის ღირებულებაც რომელმაც, ბოლო მონაცემებით, კილოგრამზე 1.14 აშშ დოლარი შეადგინა.


აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 170 ათას ტონას გადააჭარბა; ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 154 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930