გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაინდრავა: თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ცნობილია - ამ განაჩენით გამოჩნდა, როგორი პოლიტიკოსები არიან

30-07-2024

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელთან დაკავშირებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.


„მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება - რატი ბრეგაძე.


თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები ამ განაჩენით გამოჩნდა!“, - წერს გოგა ხაინდრავა.


ამასთან, გოგა ხაინდრავა აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე 2020 წელს, ქართული სახელმწიფოსგან 1.5 მილიარდი დოლარის გადახდას ითხოვდა.


„ბატონი ხაზარაძე, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტს“, - წერს ხაინდრავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031