გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ასე უყვარს საქართველო მამუკა ხაზარაძეს და „ლელოს“ თავისი დანამატებიანად, ხოლო თქვენ როგორ უყვარხართ ქართველ ხალხს, მაგას ნახავთ 26 ოქტომბერს

30-07-2024

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე საქართველოსგან მილიონობით ლარის გადახდას ითხოვდა, მაგრამ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით 650 000 დოლარის სახელმწიფოსთვის გადახდა თავად მოუწევს.


„გილოცავთ საქართველოს კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას! მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze 2020 წელს საქართველოსგან ითხოვდა 1 500 000 000 დოლარის, ნაერთი ბიუჯეტის 25% და მშპ 9% გადახდას, მაგრამ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით 650 000 დოლარის სახელმწიფოსთვის გადახდა მოუწევს. ასე უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ,,ლელო"-ს თავისი დანამატებიანად, ხოლო თქვენ როგორ უყვარხართ ქართველ ხალხს, მაგას ნახავთ 26 ოქტომბერს!” - წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30