1-08-2024
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ გააქტიურებულ თემას პასუხობს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის 2012 წელს მიწერილ წერილს შეეხება.
კირცხალია ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დგას დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და არა უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე და მათ დასაცავად. როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, ამ წერილში აჟიოტაჟის ასატეხს ვერაფერს ხედავს.
„გაუგებარია, რატომ მანიპულირებენ ამ წერილით. გავეცანი ამ წერილს, საზოგადოებაც გაეცნო და ჩვენ დღესაც, როგორც 2012-ში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ისევე, როგორც ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და ეს ასე გრძელდება. ჩვენს ოპოზიციას ვეტყვი, რომ ჩვენ ვდგავართ რეალურად დემოკრატიის, რეალურად სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და სადარაჯოზე და არა უცხო ქვეყნის აგენტურის სადარაჯოზე და უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე და მათ დასაცავად. აქ სამანიპულირო და აჟიოტაჟის ასატეხს აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ. დიახ, დღესაც ამ აზრზე და ამ პოზიციაზე ვართ ყველანი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.