გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპის მსგავსად, უკრაინაც საიმიგრაციო პოლიტიკისთვის არის განწირული, რაც ისედაც განადგურებული გენოფონდის საბოლოო განადგურება იქნება

6-08-2024

„უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სიკვდილიანობა სამჯერ აღემატება შობადობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გენოფონდი ფაქტობრივად განადგურებულია, ამის შევსება მხოლოდ იმიგრანტებით არის შესაძლებელი და სწორედ ამისთვის არის განწირული უკრაინა,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე წერს.


მისი თქმით, თუ რა შედეგი მოუტანა საიმიგრაციო პოლიტიკამ ევროპას, ამას თვალნათლივ ვხედავთ.


თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ევროპის მსგავსად, უკრაინაც საიმიგრაციო პოლიტიკისთვის არის განწირული, რაც ისედაც განადგურებული გენოფონდის საბოლოო განადგურება იქნება. „ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს დემოგრაფიული პრობლემები. ამის „მოგვარება” მარტივად გადაწყვიტეს და მოსახლეობა იმიგრანტების ხარჯზე შეავსეს. ანუ, „მეორადი ქვეყნების“ მოსახლეობა, სადაც მაღალი შობადობაა, დაბალი შობადობის განვითარებულ ქვეყნებში შეუშვეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შედეგად მიიღეს ის, რომ ევროპელ ხალხს არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს იმიგრანტები უწყვეტენ. ეს არის გარედან მართული პოლიტიკა იმიგრაციული პოლიტიკის საშუალებით.


უკრაინის მართვის სადავეები უკვე სხვის ხელშია. ჯერ ომის შედეგად განადგურებული გენოფონდი და ახლო მომავალში უკვე იმიგრაციისთვის განწირული ქვეყანა. ეს არის ლიბერალების მართვის მეთოდები. ისე მოგუდავენ სახელმწიფოს ფერადი, ბრჭყვიალა პოლიტიკით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აზრზე ვერ მოდის. როდესაც ამას ხვდებიან, უკვე გვიანია.


სწორედ ამისთვის ჰყავდათ განწირული საქართველოც, მაგრამ გონივრული და პრინციპული პოლიტიკის შედეგად გადავრჩით. შემოტევები მცირე დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ეტყვით ქართველი ხალხი „არას“ და ეს იქნება მალე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031