გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: მომჩივანთა მხრიდან არავითარი სამართლებრივი არგუმენტი არ გაჟღერებულა იმის დასამტკიცებლად, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

30-08-2024

„ისტორიული პროცესი“! - ასე უწოდეს ოპოზიციურმა ტელეარხებმა 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ „გამჭვირვალობის კანონის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განხილვას. პროცესმა აჩვენა, რომ ყველა ოპო-ჟურნალისტს ცენტრიდან ჰქონდა ერთი მითითება, რომ განსახილველი კანონისთვის მაქსიმალურად ბევრჯერ უნდა ეწოდებინათ „რუსული“, - ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, საზოგადოებამ თავად იხილა არაფრის მთქმელი არგუმენტები, რომლებიც საჩივრის ავტორებს მოჰყავდათ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ.


კაკაბაძე აღნიშნავს იმასაც, რომ გამჭვირვალობა შეუძლებელია ანტიევროპული იყოს. “ისტერიული პროცესი

„ისტორიული პროცესი“! - ასე უწოდეს ოპოზიციურმა ტელეარხებმა 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ „გამჭვირვალობის კანონის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განხილვას. პროცესმა აჩვენა, რომ ყველა ოპო-ჟურნალისტს ცენტრიდან ჰქონდათ ერთი მითითება, რომ განსახილველი კანონისთვის მაქსიმალურად ბევრჯერ უნდა ეწოდებინათ „რუსული“ ან „აგენტების კანონი“ და არა კანონი „გამჭვირვალობის“შესახებ.


ეს დავალება და პროპაგანდისტული ფონის მომზადება ოპო-ჟურნალისტებმა პირნათლად შეასრულეს.


მაყურებლებმა პირდაპირი ეთერით თავისი თვალით იხილეს და ისმინეს, ის არაფრის მთქმელი არგუმენტები, რომლებიც საჩივრის ავტორებს მოჰყავდათ იმის დასადასტურებლად, თუ რატომ "ეწინააღმდეგება" გამჭვირვალობის კანონი საქართველოს კონსტიტუციას.


არგუმენტი 1. კანონი იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რადგან „უცხოური გავლენის“ მქონე თუ „უცხოური ინტერესების“ გამომხატველ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ჩვენს ქვეყანაში არსებული გაგება ტრადიციულად უთანაბრებს სამშობლოს მოღალატეებს.


საბჭოთა პერიოდში, დისიდენტებს, ხელისუფლება, პირდაპირ გვიწოდებდა უცხოური იმპერიალიზმის აგენტებს, მაგრამ ეს არც ჩვენში და არც საზოგადოების უმრავლესობაში უარყოფით ემოციებს არ იწვევდა. უფრო პირიქით ხდებოდა ის საზოგადოებაში მხოლოდ დადებით ემოციას და დამოკიდებულებას იწვევდა.


ჩვენ ამით ვამაყობდით კიდეც, რადგან კარგად ვიცოდით, რომ „უცხოურ იმპერიალიზმს“ სწორედ იმ ძალას ეძახდნენ, რომელიც ებრძოდა ჩვენს სამშობლოში გაბატონებულ ბოლშევიკურ დიქტატურას. ასეთივე გაგების იყო ჩვენი საბჭოთა თანამედროვეების უმრავლესობა, თუმცა, რასაკვირველია, ისინი ხმამაღლა ამას ვერ განაცხადებდნენ, მაგრამ გულში ან ქვეცნობიერში ჩვენ მათთვის მისაბაძები, საამაყონი ვიყავით და აღვიქმებოდით სამშობლოს პატრიოტებად, სამშობლოსათვის თავდადებულებად და არა მოღალატეებად.


დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80-85% თურმე ოფიციალურად აცხადებს, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიცია, რატომ უნდა ფიქრობდეს რომ ქართველი ხალხი ამ სტრუქტურებიდან დაფინანსებულ ადამიანებს თუ ორგანიზაციებს ქვეყნის მოღალატეებად აღიქვამს? მაშინ გამოდის, რომ ტყუილი ყოფილა ჩვენი მოქალაქეების გაცხადებული მისწრაფება დღევანდელი დასავლეთისკენ.


„უცხო ძალას“ ისინი სულაც არ აღიქვამენ საკუთარ მეგობრებად და არც იმის სჯერათ, რომ აქ დასავლეთი თავის მომხრეებს "კეთილშობილური" მიზნებით აფინანსებენ და დაფინანსების მიმღებებს საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს, ასევე მიაჩნევენ, რომ ისინი სულაც არ არიან ჩვენი უცხოელი მეგობრების "კეთილშობილური" მიზნებისა და იდეალების ბენეფიციარები. სხვა შემთხვევაში ასეთი, უარყოფითად მძაფრი რეაქცია უცხოელების „კეთილშობილური გავლენის“ ქონაზე და „კარგი საქმეების“ დაფინანსებაზე მათ არ უნდა ჰქონდეთ.


არგუმენტი 2. უცხოელები ამბობენ, რომ ეს კანონი ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებას, რის გამოც იქმნება დაბრკოლება ამ გაწევრიანების გზაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამ არგუმენტს შეაგება ძალიან ლოგიკური შეკითხვა: თუ ამ კანონს შევაჩერებთ ან არაკონსტიტუციურად გამოვაცხადებთ, მაშინ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პრობლემა გადაწყდება? ამაზე საჩივრის ავტორებმა მხოლოდ ის უპასუხეს, რომ აღარ იქნება რიტორიკა, რომ არსებობს ეს კონკრეტული დაბრკოლება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეო. არადა, ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ 2030 წელს, ამიტომ 6 წლის განმავლობაში ნებისმიერი კანონის მიღება ან არმიღება ამ პროცესს დააჩქარებს ან შეანელებს მხოლოდ რიტორიკის დონეზეა და არ არის რეალური.


არგუმენტი 3. რუსეთში მსგავსი კანონის მიღებამ გამოიწვია „ენჯეოების“ გაქრობა. კანონები ყველა ქვეყანაში შეიძლება იყოს მსგავსი ან ზოგჯერ იდენტურიც კი, მაგრამ ისინი ყველგან მუშაობენ მხოლოდ ამ კონკრეტული ქვეყნის ტრადიციების, ისტორიის, ხალხის მენტალიტეტის, მმართველობის ფორმის, გამოცდილების და სხვა მოცემულობების შესაბამისად.


მაგალითად, საქართველოში, სააკაშვილის დროს, „საპროცესო შეთანხმების შესახებ“ კანონი პირდაპირ ამერიკულიდან შემოიტანეს, ამერიკაში ეს კანონი ეფექტურად მუშაობდა და დღესაც მუშაობს, მაგრამ მან საქართველოში მიიღო მახინჯი ხასიათი და მოქალაქეების ლეგალური რეკეტირების და ათასი უბედურების საფუძვლად იქცა. აქედან მარტივია დასკვნა, რომ ეს იყო არა კანონის ბრალი, არამედ სააკაშვილის დროს დამყარებული ანტიდემოკრატიული რეჟიმისა. ამას ადასტურებს ისიც, რომ დღეს ეს კანონი საქართველოში ნორმალურად მუშაობს. ამიტომ თუ რუსეთში რომელიმე კანონმა მახინჯი ფორმა მიიღო, ეს იქაური მმართველობის სისტემის ბრალია და არა კანონის.


საქართველოში მმართველობის სისტემაა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სტანდარტები, რომ მაღალ სიმაღლეზეა აყვანილი, ამას სისტემატურად ადასტურებენ ობიექტური საერთაშორისო გამოკვლევები და რეიტინგები. ასე რომ, ტერმინი „რუსული“, „ფრანგული“ თუ „ამერიკული“ კანონი ისეთივე სიბრიყვეა, როგორც რუსული ჰაერი, რუსული მზე, მთვარე თუ ვარსკვლავები.


არგუმენტი 4. ამ კანონის ამოქმედებით ქვეყანაში შეკრებებისა და მანიფესტაციების საშუალება, მედია და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი გაქრება, ეს ჩამოშლის სამოქალაქო საზოგადოებას. ხომ ნახეთ, უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი გამოვიდა კანონის წინააღმდეგო. ჩნდება ბუნებრივი კითხვა, მაშინ როცა, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მხოლოდ 30-40 არასამთავრობო და 4 ოპოზიციური არხი ფინანსდება გარედან, საინტერესოა ეს რანაირად როგორ ჩამოშლის, საქართველოში რეგისტრირებულ 20 000-ზე მეტ არასამთავრობოს და დანარჩენ მედიებს?


დასკვნა -„უპრეცედენტოდ ბევრი“ პროტესტანტის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი ტვინების გამორეცხვა იყო და არა კანონის ობიექტური შეფასება? და ბოლოს: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ანტიევროპული?


თუ კარგად დავაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ საქართველოს პარალელურად ევროკავშირის ქვეყნებმაც რატომ ერთდროულად მოინდომეს ამ კანონის მიღება, მეტიც, ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა კიდეც ასეთი კანონის მიღებისკენ. და ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ მათზე ამერიკული წნეხი ოდნავ შემცირდა და ამ კანონის მიღებით, გაჩნდა სურვილი, კიდევ უფრო მეტი თავისუფლების?... რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი დღის მუშაობის საერთო შეფასებას, შეიძლება ითქვას, რომ მომჩივანთა მხრიდან ამ დღეს არავითარი სამართლებრივი არგუმენტი არ გაჟღერებულა მათივე პოზიციის დასაცავად და იმის დასამტკიცებლად, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.


სხდომაზე იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები, რაც სრულიად არარელევანტური და არასაკმარისია ნებისმიერ სასამართლო ინსტანციაში საკითხის სამართლებრივი განხილვისთვის. ამიტომ თავიდანვე ხმაურიანად ჩაფიქრებული საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი სხდომა „ისტორიულად“ ვერა, მაგრამ „ისტერიულ“ პროცესად ნამდვილად შეიძლება შეფასდეს“ - წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930