გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და პარტია „ქართული ოცნება“

31-08-2024

„ჩვენი ხალხი კარგად ხედავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც გარანტირებულად, აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს, სიკვდილს და უბედურებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა - მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, თუ იმ ბოროტ ძალას ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, ნგრევის და უბედურების მომტანი. 


„მოგესალმებით გურულებო, მოგესალმებით მეგობრებო, თანამებრძოლებო, მივესალმები ულამაზეს გურიაში მცხოვრებ მაგარ ხალხს.


მიხარია, რომ ჩვენი საამაყო გურულები ისევე არიან მოტივირებული გასამარჯვებლად, როგორც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და მჯერა 26 ოქტომბერს გურია და ბრძენი გურულები სწორ არჩევანს გააკეთებენ და პირველ რიგში აირჩევენ მშვიდობას!


ვინ თუ არა გურულებმა იცით მშვიდობის ფასი და მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება სწორედ მშვიდობის გამარჯვება იყო, ვინაიდან სწორედ 1-ელ ოქტომბერს ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში იშვიათ, ხანგრძლივ და უწყვეტ მშვიდობიან პერიოდს. სწორედ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება საქართველოში, ამიტომ დამსახურებულად უწოდებს ჩვენი ხალხი მას მშვიდობისმყოფელს, მშვიდობის მომტანს, ხოლო ჩვენს პარტიას - „ქართულ ოცნებას“, მშვიდობის პარტიას.


გურულებს არ გეშლებათ თეთრის და შავის გარჩევა, მშვიდობის პარტიის და ომის პარტიის ამოცნობა, კარგად იცით ვინ არის ომის პარტია და ვინ არის მშვიდობის პარტია, ვინ არის ომის მომტანი, ომის და ქაოსის, ომის და უბედურების, ნგრევის და განადგურების პარტია, ჩაგვრის, უსამართლობის და სიკვდილის პარტია და ვინ არის მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობის, განვითარების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მომტანი, მრავალი კეთილდღეობის და ყველა მიმართულებით განვითარების მომტანი პარტია.


ჩვენი ხალხი კარგად ხედავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც გარანტირებულად, აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს, სიკვდილს და უბედურებას.

დღეს ეს ბოროტი ძალა, იგივე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ - ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და ენჯეოებით, აგენტურით განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება... ახლა კითხვა დავსვათ: ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია? სამწუხაროდ ისევ იგივე ბოროტი ძალა - ომის პარტია, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ომი, ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა, გაჩუქება, გადაცემა, ათასი უბედურება ჩვენს ხალხს მოუტანა.


ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მათი თანამოაზრე, მათი მოკავშირე მათ მიერ შექმნილი, ხელოვნურად გაყოფილი პარტია, თუ ახლად შექმნილი გაერთიანებები და კოალიციები იბრძვიან მხოლოდ 5-იანი ბარიერის გადასალახად, რათა შემდეგ ისევ ამ ბოროტ ძალასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მათ მთავარ დედა პარტიასთან ერთად შექმან კოალიცია. შესაბამისად ჩვენი ბრძენი ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის ტყუილია! კოალიციის შექმნის დაპირებით ატყუებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა პარტიას და ვინ არიან ეს სხვა პარტიები? ეს სხვა პარტიები აცხადებენ, რომ კოალიცია უნდა შექმნან ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შესაბამისად ეს ხომ ხაფანგია! ესეც ხომ ტყუილია.


არავითარი სხვა ალტერნატივა, უკეთესი ოპოზიციური პარტია არ არსებობს დღეს საქართველოში, რომელია სხვა პარტია, რომელიც არ შეუერთდება სააკაშვილის პარტიას და ომის კოალიციას, ომის კოალიციურ მთავრობას, რომელი? სისხლიანი პროკურორი გვარამიას და ზონდერი მელიას ახალი პარტია და მასში შემავალი ლუზერების პარტიები თუ სააკაშვილის რეკეტიორი და ბიზნესის მოროდიორი ხაზარაძის პარტია ლელო და მის მიერ ახლახან ნაყიდი 1%-იანი პარტიები თუ მოღალატე გახარიას პარტია თუ რომელი? ვინ არის მათი ლიდერი ვისაც ხალხი უნდა გაყვეს? ვინ არის ჩვენი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს! ან ავირჩევთ ომს ან ავირჩევთ მშვიდობას! სხვა ალტერნატივა არ არსებობს! და გაუცნობიერებული, რაღაც უკეთესის, ან რაღაც აბსტრაქტული, კოალიციური მთავრობის და ზოგადად, უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს! მეგობრებო, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს, არ არსებობს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა!


დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა - ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა - მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი თუ იმ ბოროტ ძალას ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, ნგრევის და უბედურების მომტანი?


მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას, წინსვლას, განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და გაიმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვლმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930