გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: რობერტ კენედი უმცროსი „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი აქტიური მამხილებელია ამერიკულ პოლიტიკაში. ე.წ. რუსეთუმეობას მას ვერაფრით დააბრალებენ, სამაგიეროდ სიმართლის თამამად თქმა ათასგვარ კონსპიროლოგიას უკავშირდება

2-09-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ კენედი უმცროსის მიერ უკრაინის ომზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ „დიდი ხარჯები გვექნება ომის შემდეგ, როცა უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ჩვენვე გავანადგურეთ“.


აბაშიძის თქმით, „რობერტ კენედი უმცროსი Warmonger-ების, ჩვენებურად, "გლობალური ომის პარტიის" ერთ-ერთი აქტიური მამხილებელია ამერიკულ პოლიტიკაში.


„რობერტ კენედი უმცროსი Warmonger-ების (ომის წამქეზებლები-მხარდამჭერები), ჩვენებურად, "გლობალური ომის პარტიის" ერთ-ერთი აქტიური მამხილებელია ამერიკულ პოლიტიკაში. სიმართლეზე პასუხად, კენედი უზნეო ოპონენტებისგან იღებს მასზე ათასგვარ ბინძურ ჭორს, დეზინფორმაციას, რაც ანგარებიანი ლიბერალი ფაშისტების 'სავიზიტო ბარათია'. ცხადია, ე.წ. რუსეთუმეობას მას ვერაფრით დააბრალებენ, როგორც საქართველოს უსამშობლო რადიკალთა დღის წესრიგშია, სამაგიეროდ სიმართლის თამამად თქმა უკავშირდება ათასგვარ კონსპიროლოგიას. ამ 'იარლიყების მიკერებაში' კი, საკმაოდ გაწაფულია ფულისტი Warmonger-ების პროპაგანდა,“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31