გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა გოგოლაშვილი: რეესტრში რეგისტრაციის მომთხოვნთა პროცენტს ბევრი არასწორად ითვლის. 33000 არასამთავრობო ორგანიზაციას იღებენ საფუძვლად, მაგრამ გვავიწყდება, რომ ამ რაოდენობის ორგანიზაციები არ იღებენ უცხოურ დაფინანსებას

3-09-2024

„აგენტების რეესტრში რეგისტრაციის მომთხოვნთა პროცენტს ბევრი არასწორად ითვლის. 33000 არასამთავრობო ორგანიზაციას იღებენ საფუძვლად. მაგრამ, გვავიწყდება, რომ ამ რაოდენობის ორგანიზაციები არ იღებენ უცხოურ დაფინანსებას. უმეტესობა კი საერთოდ არ ფუნქციონირებს,“ - ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, გამჭვირვალობის კანონი მოითხოვს მათ რეგისტრაციას, ვინც 20%-ით ფინანსდება უცხოეთიდან, პირდაპირ ან ირიბად.


მისივე თქმით, პირდაპირ დაფინანსებულები დაახლოებით 400-500 ორგანიზაციას წარმოადგენენ, ხოლო მაქსიმუმ 1000-1500 იქნება ირიბი დაფინანსების მიმღები. ამიტომ დაახლოებით 250 ორგანიზაცია, ვინც აპირებს დარეგისტრირებას, რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების დაახლოებით 10-15 პროცენტს შეადგენს.


„აგენტების რეესტრში რეგისტრაციის მომთხოვნთა პროცენტს ბევრი არასწორად ითვლის. 33000 არასამთავრობო ორგანიზაციას იღებენ საფუძვლად. მაგრამ, გვავიწყდება, რომ ამ რაოდენობის ორგანიზაციები არ იღებენ უცხოურ დაფინანსებას. უმეტესობა კი საერთოდ არ ფუნქციონირებს.


კანონი მოითხოვს მათ რეგისტრაციას, ვინც 20%-ით მაინც ფინანსდება უცხოეთიდან, პირდაპირ ან ირიბად. ანუ, სუბ-გრანტებით ან მომსახურების კონტრაქტებით. პირდაპირ დაფინანსებულები ალბათ დაახლოებით 400-500 ორგანიზაციას წარმოადგენენ (შესაძლოა მეტი, სტატისტიკას არ ვფლობ), ხოლო მაქსიმუმ კიდევ 1000-1500 იქნება ირიბი დაფინანსების მიმღები. ამიტომ დაახლოებით 250 ორგანიზაცია, ვინც აპირებს დარეგისტრირებას, რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების დაახლოებით 10-15 პროცენტს შეადგენს.


ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ბევრად აღმატება იმ წილს, რასაც ასახელებენ, მაგრამ მაინც კანონის ჩავარდნაზე მეტყველებს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ კანონს, რომელსაც 85-90 პროცენტი არ ემორჩილება (თუნდაც 50%, რომ იყოს) იმწამსვე შეაჩერებდნენ, თავად მთავრობა, ან სასამართლო, რადგან 90%-ს უბრალოდ ვერ დასჯიან. შეუძლებელია კანონი იყოს დემოკრატიული, თუ მას არ ემორჩილება კანონის მოქმედების არეალში მოხვედრილი სუბიექტების ასეთი მაღალი პროპორცია. მაგრამ საქმე მარტო დემოკრატიაში არ არის. კანონის უზენაესობა შეიძლება სხვა სახის სახელმწიფოებრივ მოწყობაშიც ანალოგიურად მოქმედებდეს.


ამის კლასიკური მაგალითია მოყვანილი ლოპე დე ვეგას (მე-16 საუკუნის დიდი ესპანელი მწერალი) "ცხვრის წყაროში" (Fuente ovejuna). სადაც გამომძიებელმა მოსამართლემ მეფეს მისცა ფეოდალის მკვლელი სოფლის მოსახლეობის შეწყალების რეკომენდაცია, რადგან ცალკე კონკრეტული დამნაშავე ვერ დაადგინა, ხოლო მთელი სოფლის დასჯა შეუძლებლად და გაუმართლებლად მიიჩნია. მაშინაც სოფელი უსამართლო კანონის - "პირველი ღამის უფლების", წინააღმდეგ აჯანყდა. მეფემ მე-16 საუკუნეში გაამართლა და შეიწყალა სოფელი. ჩვენ კი ახლა 21-ე საუკუნეში ვართ!,“- წერს გოგოლაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930