გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალი წესი და პირობები გააცნეს

4-09-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალ, ბევრად გამარტივებულ წესს გულისხმობს.


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის www.rs.ge -ის ავტორიზებული გვერდიდან აღნუსხვის გვერდის შესავსებად, მომხმარებელი თავად ირჩევს მოდულს - „მედიკამენტები", რომელშიც რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში უკვე ავტომატურ რეჟიმში ივსება შემდეგი გრაფები:


• რეგისტრაციის თარიღი;
• ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების რეჟიმი;
• სავაჭრო დასახელება (ქართულად);
• სავაჭრო დასახელება (ინგლისურად);
• საერთო არაპატენტირებული დასახელება (ინგლისურად);
• პროდუქტის დეტალური აღწერილობა;
• მწარმოებელი;
• მწარმოებელი ქვეყანა;
• ვადა (ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის მოქმედების ვადა).


ცვლილებები, აგრეთვე მოიცავს ღირებულების გრაფების დამატებას, გარკვეული ველების გაერთიანებას და ასახული ინფორმაციის კორექტირების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების პროცესს.


აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელებს, სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930