გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ, ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და ამიტომ პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდებიან, აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი

5-09-2024

NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ანუ არ გინდა გერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდები, აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმი, რაც კონკრეტული ორგანიზაციის მისამართით შეიძლება მოხდეს, არის ერთჯერადად 25 000-ლარიანი ჯარიმის გამოწერა.


„ეს არის მაქსიმუმი. ვერავითარ ფონს ისინი ვერ შექმნიან, როგორც არ უნდა მოინდომონ. მეტის დროც არ არის დარჩენილი, დაახლოებით თვე-ნახევარია დარჩენილი არჩევნებამდე. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოასწროს იუსტიციის სამინისტრომ, ეს არის კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ ერთჯერადი ჯარიმის გამოწერა. რა ფონი უნდა შექმნან ამ ყველაფრით. როგორც არ უნდა სცადონ ხელოვნურად ამ ყველაფრის აგორება, ვერავითარი ფონი ვერ შეიქმნება. გარდა ამისა, რაც შეეხება სტიგმატიზაციას, ერთი საინტერესო ფაქტია - NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ანუ არ გინდა გერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდები. აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი, მთლიანად საკუთარ სიცრუეში და ფარსში არიან გახვეული, რასაც, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ მიიღებს და არ იყიდის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031