გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-11 სეზონს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟის მიღებით აღნიშნავს

7-09-2024

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 10-15 სექტემბერს, მეთერთმეტედ უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მუსიკოსებს და მსმენელს შესთავაზებს დაუვიწყარ დღეებს მრავალფეროვანი პროგრამით.


5 დღის განმავლობაში ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები.


დაარსების დღიდან ფესტივალის მისიაა ქვეყნის საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ქართველი ტალანტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას.


წელს პირველად, ფონდი „ლირა“, ფესტივალის ფარგლებში დააწესებს პრემიებს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის და შესთავაზებს მასტერკლასებს ნორჩ მევიოლინეებს.


აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟით.


ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერებია: საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის და სპორტისა სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031