გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ონელობა 2024“ აღინიშნა

10-09-2024

ონის მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა სახალხო დღესასწაული “ონელობა- 2024”. ამ დღეს ონმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა.


ონის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, წლევანდელი ონელობის თემატური ქარგა, გიგა ჯაფარიძე და მისი საუკუნოვანი იუბილეა.


სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი იყო არაერთი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.


ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა.


“ონელობა 2024“ - ის ოფიციალური ნაწილი ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სტუმრებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.


მოეწყო ონის, ამბროლაურის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტების არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება.


სახალხო დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტს ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ვესელინ ვალკანოვი მოადგილესთან ერთად სტუმრობდა, ქალაქ ონში ასევე იმყოფებოდნენ დამეგობრებული პოლონეთის რესპუბლიკის და ისრაელის დელეგაციები. საპატიო სტუმრებს შორის იმყოფებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი.


რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვეს 2024 წლის საპატიო და ღვაწლმოსილი ონელები.


ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტებს გადაეცა დიპლომები.


სახალხო ზეიმი "ონელობა - 2024" გალა კონცერტით გაგრძელდა .


კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი “ თეატრალური კვარტეტი”, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე.


ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.


პირველად ღონისძიება მოკრძალებულად 2008 წელს ჩატარდა სახელწოდებით „ ონი და ონელები“. მას შემდეგ დღესასწაული ყოველწლიურად იხვეწება, მასშტაბურ სახეს იღებს. სახალხო დღესასწაულს სტუმრობენ ქალაქში წასული რაჭველები და უცხოელი სტუმრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30