გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა აქტიურ სახეს იღებს

14-09-2024

„არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა აქტიურ სახეს იღებს და უკვე შეუძლებელია დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დეპუტატის თქმით, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში პირდაპირ და აქტიურად არიან ჩართული.


„რაც შეეხება არადეკლარირებული საარჩევნო აგიტაციას, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა სულ უფრო აქტიურ სახეს იღებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე შეუძლებელია დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა.


აღნიშნულის ერთ-ერთი დასტურია კოალიციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წევრების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობაც. ამ კოალიციის ინიციატივით 8 სექტემბერს დედაენის ბაღში გაიმართა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ პრეზენტაცია.


კოალიციის შემადგენლობაშია 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში პირდაპირ და აქტიურად არიან ჩართული.


კოალიციაში გაერთიანებულია აგრეთვე „სოროსის ფონდიც“. ამ ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის არაერთი მაგალითი სრულებით საკმარისია იმის არგუმენტად, რომ კოალიციის მთავარი მიზანია საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება.

აღნიშნულს, ასევე, ადასტურებს კოალიციის Facebook გვერდზე განთავსებული ვიდეოები წარწერით, „რაც აღარ მუშაობს, უნდა შეცვალო“ და 8 სექტემბრის პრეზენტაციისთვის გამოყენებული მასალა, რომლის შინაარსიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, - აცხადებს მიქანაძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031