გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაპუაშვილი: 14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია უკვე შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა

15-09-2024

გიორგი ვაშაძე უკვე ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილებზე გადავიდა, მაისურზეც კი დაიწერა, იმდენად ხვდება, რომ არავინ იჯერებს ამ ტყუილებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიცია  ჩვეულებრივად შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა.


„უკვე ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილებზე გადავიდა გიორგი ვაშაძე, დღეს ვნახეთ, რომ მაისურზეც კი დაიწერა, იმდენად ხვდება, რომ არავინ იჯერებს ამ ტყუილებს. ოპოზიცია იქცა ჩვეულებრივად შარაგზის ოსტაპ ბენდერად. თან გასაკვირი პირობა ჰქონდათ, დებატებში თუ დაგვიჯდებით, გავამხელთ რა ფონდებიაო და ისე, საქართველოს მოსახლეობას უმალავენ, საიდან არის ეს ფონდები.


ერთ რამეს შეგახსენებთ, იგივე ხალხი, იგივე პოლიტიკოსები და „ენჯეოები“ კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, მაშინ ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა მოეცათ თურმე ჩვენთვის.


მივიღეთ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, სად არის ეს მილიონები, ჯერ ამას ველოდებით, იქნებ აქედან დაიწყონ. მოითხოვონ ის მილიონები, რომლებიც გვეკუთვნის თურმე და არ მოუციათ და შემდეგ გადავიდნენ მილიარდებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30