გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ჩვენ - მისი გუნდის თითოეულ წევრს, ასე რომ, ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი

22-09-2024

არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მთელ მის გუნდს, ვინც ვართ გაერთიანებული მისი ლიდერობით, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია, შანტაჟით, სანქციების ენით, ვეღარ გაგვესაუბრებიან, გამორიცხულია. ჩვენ ამით ვერ შეგვაცვლევინებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაცვლევინებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას, რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა და რითაც გავდივართ მართლაც ამ ქარცეცხლში, რაც მსოფლიოში და ირგვლივ, რეგიონში ხდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.


კირცხალიას განცხადებით, თავად ბიძინა ივანიშვილისგანაც ცნობილია, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ კვირაში, მას არაფორმალური სანქციები დაუწესეს და აქტივებზე წვდომა შეუზღუდეს, თუმცა, ეს არ არის სი ბერკეტი და ის ენა, რომლითაც ივანიშვილს შეაშინებენ და რაიმე სახის დესტრუქციაზე ან ღალატზე მოაწერინებენ ხელს.


„როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ზუსტად ერთ კვირაში, არაფორმალურად დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი და ამის შემდეგ, სამი წელია, ეს არაფორმალური შანტაჟი ვრცელდება მის მიმართ. მან თავადაც გააკეთა განცხადება, რომ რეალურად, ის არაფორმალურად დასანქცირებულია და შეწყვეტილი აქვს მის აქტივებზე წვდომა, რა თქმა უნდა - არაფორმალურად. ასევე გააკეთა განცხადება, რომ ეს არ არის ის ენა და ის ბერკეტი, რომლითაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეაშინებენ, რომლითაც რაიმე დესტრუქციაზე და ამ უსამშობლოებისგან განსხვავებით რაიმე ღალატზე მოაწერინებენ ხელს, ეს არის გამორიცხული და ეს მისი სიტყვებიც არის,“ - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.


მან ასევე განაცხადა, რომ თუ ივანიშვილს სანქციები მართლაც დაუწესდება, ეს კიდევ ერთი გზავნილი იქნება ქართული საზოგადოებისთვის, თუ როგორი პირდაპირი ზეწოლა მიდის როგორც ბიძინა ივანიშვილზე, ისე მისი გუნდის თითოეულ წევრსა და ქვეყანაზე, თუმცა, კირცხალიამ კვლავ გაუსვა ხაზი იმას, რომ სანქციების ენით საუბარი არაეფექტურია და საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა გამორიცხულია.


„თუ მართლა მოხდა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ იქნება მესიჯი ქართული საზოგადოებისათვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენი ამომრჩეველია და არამხოლოდ, თუ როგორი პირდაპირი ჩარევა მიდის, როგორი პირდაპირი ზეწოლა მიდის ბატონ ბიძინაზე, მთლიან ჩვენს გუნდზე და პირდაპირ ქვეყანაზე და გამორიცხულია, ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბატონ ბიძინას და ვერც ჩვენ - მისი გუნდის თითოეულ წევრს. ასე რომ, ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი.


ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, არაფორმალურად ბატონ ბიძინას უკვე დაუწესეს სანქციები და თვითონვე განაცხადა, რომ უკვე სამი წელია, იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ. ახლა, ამ არაფორმალურ სანქციებს თუ გააფორმალურებენ, ამით რა შეიცვლება? როდესაც ადამიანთან პირდაპირ იყო მოთხოვნა, ყველანაირი ქმედებით - გამორიცხულია, რომ საქართველო რამენაირად ჩაერთოს საომარ მდგომარეობაში. ყველას კარგად გვახსოვს, ბატონმა ბიძინამ რუსთავში, ბოლო რეგიონულ შეკრებაზე განაცხადა მკაფიოდ და ნათლად, რომ ის თავის გუნდთან ერთად, არ დაუშვებს საქართველოში არეულობას და ბომბების წვიმას, რომელსაც ლომჯარია და გიგაური ნატრულობდნენ 2021 წელს, რუსთაველზე, პირდაპირი კადრები არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930