გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად

25-09-2024

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს მადლობას უხდის საქართველოში რეფორმების პროცესისა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.


"ვისაუბრეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად", - აცხადებს პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31