გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის კამპუსი - ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

27-09-2024

თიბისი ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა.


თიბისის კამპუსი სტუდენტებს ბიზნესის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ,  სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს.


პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.


შეარჩიეთ და 10 ოქტომბრის ჩათლით დარეგისტრირდი თქვენთვის სასურველი კურსზე:

  • ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
  • მონაცემთა ანალიზი
  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი
  • მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება
  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO
  • ციფრული მარკეტინგი

 

კურსები, რომლებსაც თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები გაუძღვებიან, სტუდენტებს საბაზისო ცოდნას აძლევს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.


„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა პრიორიტეტია. ტექსკოლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ახლა უკვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, მიიღონ ახალი გამოცდილება ან გაიუმჯობესონ ცოდნა თიბისი კამპუსში ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.


თიბისი კამპუსში სწავლა უფასოა, კურსებზე მისაღებად საჭიროა გაიაროთ 2 ეტაპიანი კონკურსი. რეგისტრაცია26 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.


თიბისი კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია „კოლაბი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930