გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჰმედ იმამკულიევი თინა ბოკუჩავას: სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან

27-09-2024

აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მოხვედრას აპროტესტებს და პარტიის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მისი სახელის სიიდან ამოღებას სთხოვს.


როგორც იმამკულიევი აღნიშნავს, იგი პარტიის საპარლამენტო სიაში მისი თანხმობის გარეშე მოხვდა.


„აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ქალბატონ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ საპარლამენტო სიაში. ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენს საპარლამენტო სიაში და იფიქრა, რომ მე ამით შეურაცხყოფას მომაყენებს, ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!&, რაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ!“, - წერს იმამკულიევი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031