გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა

30-09-2024

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსის, მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლისის ტბაზე გამართულ „დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენში“ მიიღეს მონაწილეობა. მათ სამი სხვადასხვა დისტანცია - 3კმ-იანი სახალისო გარბენი, საშუალო - 5 კმ-იანი და რთული - 13 კმ-იანი დისტანცია დაფარეს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამარჯვებულებს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს. მარათონის მონაწილეებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისგან“ სამახსოვრო სამაჯურებიც გადაეცათ.


მარათონი მუსიკალურად თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გააფორმა.


საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხები სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30