გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ ერთობლივი ტური იმერეთში

2-10-2024

12-13 ოქტომბერს, თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ ერთობლივი ტურის ფარგლებში, დაესწარით - “მოგზაურობა (კოლხეთის შუაგულში) - იმერეთში - გზა მითიური ოქროს საწმისის სამეფოდან ნიკო ნიკოლაძის ევროპულ მემკვიდრეობამდე”


ტურის მეგზურები ნინო ლორთქიფანიძე და ქეთი ბაქრაძე იქნებიან.


ტურის ფარგლებში აღმოაჩენთ: ვანს, ქუთაისს, დიდი ჯიხაიშს და მათივე ღირსშესანიშნაობებს.


ტურის მთავარი აქცენტი ვანის მუზეუმს დაუკავშირდება:


“რა საიდუმლოს ინახავს ვანი?” - ვანი , რომელიც ოქროს სიმრავლით თითქოს “ელდორადოცაა” და თავისი რვასაუკუნოვანი ისტორიით პომპეიც. ევროპამ ვანი სწორედ როგორც “საქართველოს პომპეი”, ისე გაიცნო.


„რა ქმნიდა ბერძნულ კულტურას, ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს?
არგონავტების მითის დიდი ნაწილი, სწორედ, კოლხეთში მიმდინარეობს. რატომ იყო ბერძნების ცნობიერებაში ეს რეგიონი ოქროს საწმისის ქვეყანა?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სწორედ ვანის მუზეუმი შეძლებს.“ - ნინო ლორთქიფანიძე, ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის გამოფენის კურატორი.


სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/mogzauri


თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ სპეციალური ფასით - 980 ლარი


რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ “მოგზაურის” გუნდს:
599 380 817; 599 908 906

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930