გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძე: ავია კომპანია Transavia-ს შემოსვლა საქართველოს ცნობადობას გაზრდის საფრანგეთში და ძალიან ბევრ ახალ მოგზაურს ჩამოიყვანს ჩვენს ქვეყანაში

2-10-2024

ავიაკომპანია Transavia France 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით. საქართველოში ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.


„კიდევ ერთი ახალი ევროპული ავიაკომპანია Transavia იფრენს საქართველოში, 2025 წლის აპრილიდან, თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით. როგორც იცით, ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვახორციელებთ მარკეტინგულ კამპანიებს საფრანგეთში. ყოველწლიურად ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებისთვის და პარტნიორების გასაცნობად საფრანგეთის ტურისტულ გამოფენას სტუმრობენ, შესაბამისად ვფიქრობთ, დამატებითი პირდაპირი რეისის დანიშვნა კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს ცნობადობას და ძალიან ბევრს ახალ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში“,-აცხადებს მაია ომიაძე.


Transavia France 2006 წელს დაფუძნდა. კომპანია Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაშია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930