გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის საელჩო: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია

3-10-2024

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.


როგორც „რადიო თავისუფლებას“ აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისათვის შტატებში აღნიშნული სანქციები არ დაწესებულა.


„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - მისწერეს 3 ოქტომბერს „რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.


ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“.


ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ „აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031