4-10-2024
მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას ღონისძიების მონაწილე გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი საქართველოს წარმატებად აფასებს.
„ძალიან ამაყები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ და აღვნიშნეთ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. რათქმაუნდა, შეყვარებული ვარ აქაურ სამზარეულოზე, ღვინოსა და ამ ქვეყნის მრავალფეროვნებაზე. თქვენ გაქვთ ზღვა, მთები,ცოცხალი კულტურა, როგორც ძველი ისტორიული ძეგლები, ასევე თანამედროვე. ბევრი შესაძლებლობაა კარგად გაიცნო აქაური ხალხი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ როგორი არაჩვეულებრივი დანიშნულების ადგილია საქართველო.მართალია ეს ძალიან მცირეხნიანი ვიზიტი იყო, მაგრამ თქვენი ქვეყნის შეყვარება უკვე მოვასწარი. ვფიქრობ, საქართველოში პოტენციალი კიდევ უფრო დიდია, თქვენ ბევრად მეტ ტურისტს მასპინძლობთ, ვიდრე ჩვენ და ვფიქრობ საქართველოსგან ბევრი რამის სწავლას შევძლებთ“,-აცხადებს ჰარის ვითბეკი.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.