გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად, ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი სისრულეში მოიყვანს

7-10-2024

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ქმედება ნაკარნახევია და გამომდინარეობს სახელმწიფოს სამართლებრივი პატივისცემიდან, რადგან არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობანას თამაშში შეგნებულად არღვევს საქართველოს უზენაეს კანონს, საქართველოს კონსტიტუციას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მისი „ფრანგული ქოლგის“ ქვეშ გააერთიანოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მასავით მოქმედი პოლიტიკური ძალები.


„სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად ანუ ის პოლიტიკურად უკვე უარყოფილია ქართველი ხალხის მიერ, მაგრამ ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე არანაკლებ 100 ხმით სისრულეში მოიყვანს, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს რა სალომე ზურაბიშვილს. ეს ქმედება ნაკარნახევია და გამომდინარეობს სახელმწიფოს სამართლებრივი პატივისცემიდან, რადგან არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს. მინაწერი: 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.იმპიჩმენტის ამ პირველი პროცედურის დასრულების შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე საგარეო ვიზიტი განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობანას თამაშში შეგნებულად არღვევს საქართველოს უზენაეს კანონს, საქართველოს კონსტიტუციას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მისი „ფრანგული ქოლგის“ ქვეშ გააერთიანოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მასავით მოქმედი პოლიტიკური ძალები“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930