გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში ე.წ. „საკოორდინაციო პლატფორმის,“ ფაქტობრივად კი „რევკომის“ მოწყობა, არის არა მხოლოდ უკანონობა, და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა, ეს არის ქართული სახელმწიფოს ღიად გამოწვევა დუელში

8-10-2024

„დიდხანს უხარეს თავი სალომე ზურაბიშვილს, დიდხანს იტანეს მისი თავხედური კაპრიზები და მავნებლობები და... ლოგიკური შედეგიც დადგა. ის სრულიად თავხედურად წამოაჯდა თავზე ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც არასოდეს თვლიდა თავისად, რისი მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.


ანალიტიკოსი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა.


ანალიტიკოსის შეფასებით, ზურაბიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია თავიანთი ქმედებებით შეგნებულად გადიან ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.


„რაც უფრო მეტად დაუხრი თავს თავხედს, მით უფრო მეტად და მწარედ წამოგაჯდება თავზე. დიდხანს უხარეს თავი სალომე ზურაბიშვილს, დიდხანს იტანეს მისი თავხედური კაპრიზები და მავნებლობები და... ლოგიკური შედეგიც დადგა. ის სრულიად თავხედურად წამოაჯდა თავზე ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც არასოდეს თვლიდა თავისად, რისი მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ.


26 ოქტომბერს კანონის და კონსტიტუციის უხეშად დარღვევით პრეზიდენტის რეზიდენციაში ორბელიანების სასახლეში ე.წ. „საკოორდინაციო პლატფორმის,“ ფაქტობრივად კი „რევკომის“ მოწყობა, არის არა მხოლოდ უკანონობა, და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა. ეს არის ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ღიად გამოწვევა დუელში.


ზურაბიშვილის აბსურდულ განცხადებაზე „ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო,“ რითაც დაადასტურა რომ არის მხარე, ბევრი კომენტარი არც ღირს. აქ მთავარია ის, რომ ზურაბიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია თავიანთი ქმედებებით შეგნებულად გადიან ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. რატომ? იმიტომ რომ ევროკავშირიდან და აშშ-დან „მწვანე შუქი“ აენთოთ. ამის დასტური გახლდათ თუნდაც აშშ-ს საელჩოს ყბადაღებული "ქარდები", ასევე დიპლომატიური პროტოკოლიდან და ეტიკეტიდან გასული ევროკავშირის ელჩის ჰერჩინსკის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდებაო. ეს თავხედური განცხადება მას რატომღაც გაუტარეს“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930