გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი გადახდების ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

9-10-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) საბაზრო ინფრასტრუქტურისა და გადახდების გენერალურ დირექტორს ულრიხ ბინდსაილს და ECB-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


მათივე ცნობით, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ულრიხ ბინდსაილს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის შესახებ სებ-თან განახლებული დისკუსიისთვის.


შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული ბანკის გუნდმა საქართველოს არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურა და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ფინტექ სტრატეგიის განხორციელების შესახებ.


საუბარი შეეხო სებ-სა და ECB-ში მიმდინარე რეფორმებს და ზედამხედველობის პრაქტიკას.


ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას გადახდების ზედამხედველობის სფეროში და საქართველოს ევროკავშირის მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის მხარდაჭერაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031