გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს სააკაშვილს, გვარამიას, ხაზარაძეს თუ გახარიას, მათი მხარდამჭერია არამარტო ახლა, არამედ მათ ემხრობოდა ადრეც, ეთანხმებოდა მათ გაკეთებულ საქმეებს

10-10-2024

„ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს სააკაშვილს, გვარამიას, ხაზარაძეს თუ გახარიას, რეალურად ამბობს რომ მათი მხარდამჭერია, მათი მხარდამჭერია არამარტო ახლა, არამედ მათ ემხრობოდა ადრეც, ეთანხმებოდა მათ გაკეთებულ საქმეებს, თუ პირდაპირ მათთან ერთად არ იდგა, გულში ყოველთვის თანაუგრძნობდა და ეთანხმებოდა, საშუალება რომ ჰქონოდა დაეხმარებოდა ღალატსა თუ ძარცვაშიც“, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“.


მისივე თქმით, სანამ ვინმე „სნობურად იტყვის,“ მე ვინც მომწონს იმას ვაძლევ ხმას და ეს დემოკრატიაა, კარგად უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა თუ ვის, რას და რატომ აძლევს ხმას.


„ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს სააკაშვილს, გვარამიას, ხაზარაძეს თუ გახარიას, რეალურად ამბობს რომ მათი მხარდამჭერია, მათი მხარდამჭერია არამარტო ახლა, არამედ მათ ემხრობოდა ადრეც, ეთანხმებოდა მათ გაკეთებულ საქმეებს, თუ პირდაპირ მათთან ერთად არ იდგა, გულში ყოველთვის თანაუგრძნობდა და ეთანხმებოდა, საშუალება რომ ჰქონოდა დაეხმარებოდა ღალატსა თუ ძარცვაშიც.


ამიტომ სანამ ვინმე „სნობურად იტყვის,“ მე ვინც მომწონს იმას ვაძლევ ხმას და ეს დემოკრატია, კარგად დაფიქრდეს და გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა თუ ვის, რას და რატომ აძლევ შენ ხმას! დემოკრატიაზე კი არა ყველაზე წინ, შენი სამშობლო, შენი ქვეყანა, ხალხის წინაშე შენი მორალური პასუხისმგებლობაა !“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930