გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

12-10-2024

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმის დასტურია, რომ სამედიცინო დაწესებულება ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.


სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გადაეცა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე და KTQ-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.


გერმანული ორგანიზაციის ექსპერტ-აუდიტორებმა მონიტორინგი განახორციელეს სამხედრო ჰოსპიტლის ყველა დეპარტამენტში და შეაფასეს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: მენეჯმენტი, ხარისხის მართვა, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. მათ ჰოსპიტალს მისცეს რეკომენდაციები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.


საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებლობას აძლევს სამხედრო ჰოსპიტალს, მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, 2025 წლიდან მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. KTQ – „თანამშრომლობა ჯანდაცვის გამჭვირვალობასა და ხარისხში“ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის (ISQua/ISQuaIEEA) წევრი გერმანული ორგანიზაციაა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930