გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ ავტოგოლები გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში, როდესაც ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ და ღიად ერევიან უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში

15-10-2024

გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ეხმაურება. საუბარია დიპლომატის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“.


ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ავტოგოლები გააქვს გერმანიის ხელისუფლებას, როდესაც უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.


„როგორც ვამხელდით, გრძელდება სამწუხაროდ, ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ავტოგოლები, დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში, კომიტეტის თავმჯდომარეებს, მოადგილეებს და ა.შ. როდესაც ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ და ღიად ერევიან უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.


დიპლომატმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“. მანამდე იყო კახა კალაძის განცხადება, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31