გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არც სალომე ზურაბიშვილი და არც ნიკა გილაური არ არის საინტერესო, ის თავის დროზე აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს, სალომე ზურაბიშვილი კი, ერთ თვეში იმპიჩმენტის წესით ტოვებს თანამდებობას

15-10-2024

ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო, მერე ნიკა გილაური არ არის საერთოდ საინტერესო, რომელიც თავის დროზე სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს გილაურისა და ზურაბიშვილის შეხვედრაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ნიკა გილაური თავის დროზე აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს.


„ასეთი გამონათქვამი არსებობს - იყავი და გაგეკეთებინა - ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. მან როცა დატოვა საკუთარი თანამდებობა, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც არ იყო, როცა ჩვენ 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურები არიან ეს

ადამიანები.


რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თქვენ იცით, რომ მას უწევს იმპიჩმენტის წესით თანამდებობის დატოვება ნოემბრის ბოლოს ან მაქსიმუმ დეკემბრის დასაწყისში. ეს ქალბატონი არის სრულიად არარელევანტური, ერთ თვეში ტოვებს იმპიჩმენტის წესით თანამდებობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930