გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა

17-10-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა.


ცენტრში დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები იფუნქციონირებს. შენობაში განთავსებულია მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ცენტრი ყოველთვიურად 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.


პროექტის ჯამური ღირებულება 17 186 593 ლარს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30