გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლია კრიალაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე პარტიაა და უნდა გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, მაგრამ არა მარტო პარტია, არამედ, მისი თითოეული წევრი უნდა გასამართლდეს, რომელიც მაშინ მოქმედი იყო და სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიოდა

17-10-2024

„მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, ნუ წამოეგებიან იმ ანკესს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები უგდებენ ევროპის სახით. ეს არ არის ის ევროპა და ამერიკა, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში იყო. ევროპა და ამერიკა, ამ კაცთმოძულე, ადამიანის მოძულე კაცის მკვლელებს, დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, აქ როდესაც სისხლის კალოს ატრიალებდნენ ისინი. შეეხნენ თითოეულ ოჯახს, თითოეული ოჯახი გაამწარეს და არავინ დატოვეს ისე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულმა, მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.


მან მოუწოდა ხელისუფლებას, აჩვენონ ახალგაზრდებს იმის ამსახველი კადრები, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. კრიალაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე პარტიაა და იგი პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრეს.


„ხელისუფლებასაც მინდა მოვუწოდო, ახალგაზრდებს აუხსნან, აჩვენონ ის კადრები, რაც ნახეს იმ კასრებში, რაც ხდებოდა იმ ავად სახსენებელ წლებში და შეიგნონ ამ ახალგაზრდებმა, რომ ნუ გახდებიან მსხვერპლი. მეცოდებიან ის ახალგაზრდები და ის ადამიანები, ვინც დღეს „ნაციონალებს“ და მათ სატელიტებს მხარში დაუდგებიან და ხმას მისცემენ. ძალიან ვთხოვ, თითოეულმა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა, ვისი მოსვლა უნდათ ხელისუფლებაში. მართალია, ისინი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველამ აღიარა, რომ დამნაშავე პარტიაა და ის უნდა ამოიძირკვოს და გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, მაგრამ არა მარტო პარტია, არამედ მისი თითოეული წევრი უნდა გასამართლდეს, რომელიც მაშინ მოქმედი იყო და ამ სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიოდა.


ძალიან მტკივა გული ამ ხელისუფლებაზეც, იმიტომ, რომ დღემდე თაროზეა ჩემი ძმის საქმე შემოდებული, როდემდე შეიძლება ლოდინი არ ვიცი. ბატონ ბიძინას მინდა მივმართო, მესმის, რომ გარე ძალები ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საქმეში და მათ გამო თავს იკავებდნენ და იქნებ, ახლა მაინც, რასაც 29 აპრილს დაგვპირდა ბატონი ბიძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაასამართლებენ, შეგვისრულოს ეს დანაპირები. ხალხი ისევ მას შესცქერის იმედის თვალით,“ - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930