გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი, ხალხის არჩევანის პატივისცემა, დემოკრატიის გამოხატულებაა

18-10-2024

საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება", რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი, ხალხის არჩევანის პატივისცემა, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა საუბარია ერთპარტიულობაზე, ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს არის ხალხის არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.


„2020 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა, ეს იყო ხალხის ნება, რომ ერთ პარტიას, „ქართულ ოცნებას" ემართა ეს ქვეყანა „ნაცმოძრაობის", თუ მისი რომელიმე დანაყოფის მონაწილეობის გარეშე. ეს ხალხმა გადაწყვიტა. ის, რომ ერთი პარტია არის დღეს უმრავლესობაში, არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ, ამოიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოდის ერთპარტიული, უკრაინა, მოლდოვა, სხვა კანდიდატი ქვეყნები, ეს ხომ აბსურდია. ყველას ვურჩევ, კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის, სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის ყოფნა უმრავლესობაში არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, NGO-ებს არავინ ზღუდავ და, ერთადერთი, რაც მათ ახალი კანონით მოეთხოვებათ, არის ფინანსების გამჭვირვალობა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ევროპული პრინციპია.


„როდესაც გამჭვირვალობას ფუთავენ შეზღუდვად, ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება", რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი. შეიძლება, ვიღაცა გაღიზიანებული იყოს ამის გამო, ვიღაცა - არა, მაგრამ პატივისცემა ამ მოვლენის მიმართ ყველამ უნდა გამოხატოს. ხალხის არჩევანის პატივისცემა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება. რაც შეეხება ენჯეოებს, აქ ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ჩვენი შეფასება, მაგრამ არავინ აპირებს ენჯეოების შეზღუდვას, ენჯეოების გამჭვირვალობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არის ასახული გამჭვირვალობის შესახებ კანონში. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი მეტ ობიექტურობას, თუმცა აქაც ვიტყვი ერთ რამეს, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. როგორც კი გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, სხვა ქვეყანაში არჩევნებს ვგულისხმობ, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე დასრულდება ეს არასწორი შეფასებები და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველო-ევროკაშირსა და საქართველო-აშშ-ს შორის, რასაც ჩვენთვის პრინციპული, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930