გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს 800-ზე ნაკლები სასტუმრო იყო ჩვენს ქვეყანაში და უკვე წელს სასტუმროების რაოდენობა დაახლოებით 2400-ს შეადგენს, 23 000 სასტუმრო ადგილიდან რაოდენობა გაიზარდა 108 000 ადგილამდე

20-10-2024

800-ზე ნაკლები სასტუმრო იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და უკვე წელს სასტუმროების რაოდენობა დაახლოებით 2400-ს შეადგენს. 23 000 სასტუმრო ადგილიდან რაოდენობა გაიზარდა 108 000 ადგილამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეს" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, სასტუმროების რაოდენობა 12 წელიწადში სამჯერ, სასტუმრო ადგილების რაოდენობა 4,5-ჯერ არის გაზრდილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში სწრაფი ტემპით ვითარდება. ამ კუთხით ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციებზე, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენ ვუსწრებთ ყველა ევროპულ ქვეყანას და ჩვენთვის ამ ტემპის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით, ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი სექტორი და მომავალშიც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ სფეროს განვითარებას.


სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური გარემოს მნიშვნელობის გარდა ხაზი უნდა გაესვას მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, რადგან მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე ვერც ერთ ქვეყანაში ეკონომიკა ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სათანადო ეკონომიკური და ბიზნესგარემოს შენარჩუნებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მშვიდობის და სტაბილური გარემოს შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებელი მინდა გავიხსენო, რაც ტურიზმის განვითარებაზე მეტყველებს: 800-ზე ნაკლები სასტუმრო იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და უკვე წელს სასტუმროების რაოდენობა დაახლოებით 2400-ს შეადგენს. 23 000 სასტუმრო ადგილიდან რაოდენობა გაიზარდა 108 000 ადგილამდე. ანუ, სასტუმროების რაოდენობა 12 წელიწადში სამჯერ გაიზარდა და სასტუმრო ადგილების რაოდენობა 4,5-ჯერ არის გაზრდილი. 2028 წლისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, არის მიმდინარე პროექტები და ამ პერიოდისათვის 2700-მდე გაიზრდება სასტუმროების რაოდენობა და 140 000 სასტუმრო ადგილი იქნება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთს აქვს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი და ამ პოტენციალის განვითარებას სასტუმრო „ბოდბეს" გახსნა დამატებით შეუწყობს ხელს.


„სტუმარ-მასპინძლობა ჩვენთვის არის არა მხოლოდ ეკონომიკის დარგი, არამედ ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის ტურიზმის და ამ სექტორის განვითარება. 2028 წლისთვის, ვფიქრობთ, 11 მილიონს მიაღწევს ტურისტების რაოდენობა. 6,5 მილიარდამდე გაიზრდება ტურიზმიდან შემოსავლები. ამას სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.


კახეთს აქვს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი, ამ პოტენციალის განვითარებას პროექტიც დამატებით შეუწყობს ხელს. ჩვენ ბევრ რამეს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ტურიზმი კახეთში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება. უკვე გაიხსნა თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ოთხზოლიანი ავტობანი. მომავალ წელს უკვე ბადიაურამდე მონაკვეთი გაიხსნება და მოგვიანებით დასრულდება ჩალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა. ამის შემდეგ მაგალითისათვის, ამ სასტუმრომდე თბილისიდან მგზავრობას დასჭირდება დაახლოებით ერთი საათი. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს კახეთში დამატებით ტურიზმის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასტუმრო გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი სტუმრებისთვის, დასვენებისთვის, საქმიანი ვიზიტებისთვის და მინდა დიდი წარმატება გისურვოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც იყავით ჩართული ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930