გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: რამდენჯერმე ვუთხარი ამერიკის ელჩს, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამე თუ მაქვს კომპლექსი, რომ ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი

21-10-2024

როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი კარგად განვუმარტე რამდენჯერმე. მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. მე განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამე თუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული რამე თუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


ბიძინა ივანიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა.


„ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი ამას, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით. მე ვეუბნებოდი, რომ ამ ფულს სადაც გინდათ იქით მივმართავ. ეს ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვიკადრებ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთან არის კავშირში.


ვერაფრით დავუშვებ იმას, რომ თუგინდ ჩემს თანაგუნდელებს, ვთხოვო არა, პოზიცია დავაფიქსირო, მოდი აი წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, და ამ დროს ვიცი, რომ იქ შეხვედრა მქონდა, რასაც მე არ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. აი ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი.


მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს.


აი ეს იყო ყველაფერ ამის მიზეზი. რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და ბოდიშს ვუხდიდი, არ იფიქროთ რომ თავხედი, ამაყი ვარ, კარგად ვუნმარტავდი, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე აი ეს იყო მიზეზი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930