გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: „გამჭვირვალობის კანონს“ „რუსული კანონი“ დაარქვეს - ფულს ხარჯავს უცხოელი ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რაში ხარჯავს, ამისთვის იბრძვიან

22-10-2024

მაგარ პრობლემებში არიან, ზოგჯერ შეგებრალება, რომ შეხედავ, გუშინდელი მიტინგის ჩათვლით. რა თქმა უნდა ექნებათ, იმიტომ რომ მეტი არ უსწავლებიათ ამათთვის, საბედნიეროდ ჩვენ ხელწერა უკვე გავიგეთ ამ გლობალური ძალების, პრევენციებს ვაკეთებთ, ვისწავლეთ, გავმაგრდით, ვერაფერსაც ვერ იზამენ, ყველაფერი უკვე გააკეთეს რაც შეიძლებოდა და ეს არის ის, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, მცდელობები იქნება, მაგრამ ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ შედეგი ვერ იქნება, შედეგის უნდა გვეშინოდეს მხოლოდ არა, 27 -ის არამედ, 27-ის მსგავსად, 27-ი ვერ იქნება გამორჩეული, 27-ის მსგავსად და ყველა კვირის სანამ ომი არ დასრულდება. ნებისმიერი პატარა შეცდომა და ეს არის ის, რომ მერე რაა, არა, შეიძლება ქვეყანა დავკარგოთ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეკითხვას, ე.წ. მდიდარ ენჯოებთან დაკავშირებით.


ივანიშვილის განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონს“ „რუსული კანონი“ დაარქვეს და იმისთვის იბრძვიან, რომ ვერ გაიგოს ქართველმა ხალხმა თუ რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხა.


„სტიგმატიზებას გადაეკიდნენ, როგორც იქნა მეც ავითვისე და საზოგადოებამაც გაიგო რა არის და როგორ არის და დაარქვეს „რუსული კანონი“ „გამჭვირვალობის კანონს“ . ძალიან მარტივია და ათასჯერ უკვე ახსნილია, მაგრამ გავიმეორებ, რომ ფულს ხარჯავს უცხოელი ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რაში ხარჯავს, ამისთვის იბრძვიან. გასაგებია, იმაში ხარჯავს, რომ ამ ენჯეოებს მისდის 90-95 % , რომლებსაც ქვეყანაში აგენტურის დაბრუნება უნდათ, თვითონაც აბსოლუტური უმრავლესობა, ყველას არ შევეხები, ძალიან ბევრი, ვინც დიდი დაფინანსებას იღებენ გარედან სწორედ ამაზე არიან მომართული. ვთქვათ ფული დახარჯა, დაეხმარა ფერმერებს, მედიცინას, სოფლის მეურნეობას და არ თქვაო თორემ ძალიან ბევრი აღარ დახარჯავს და დაიხურებაო.


მე პირიქით მგონია, კაცი, რომელიც გამოდის, სახელმწიფო რომელიც აფინანსებს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას, ეხმარება ფერმერებს, ჯანდაცვას თუ სხვა მიმართულებას, რატომ უნდა შერცხვეს მას ამ ფულზე საუბარი? პირიქით, პრეტენზია, რაც აქვს ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს საქართველოს ვეხმარებითო, ხომ გინახავს როგორ ციფრებს აცხადებენ, პირიქით სულ ვითხოვთ საბუთებს, აბა სად დახარჯეთ გვაჩვენეთ, არ უნდათ, რომ გვაჩვენონ სად დახარჯავენ და სტიგმატიზებას ვერ გამოიწვევს, პირიქით გამოიწვევს აღფრთოვანებას იმ სახელმწიფოს, ისე შეუყვარდებათ ქართველებს, როდესაც ნახავენ თურმე ეს ფერმერულ მეურნეობას, მედიცინას, ჯანდაცვას, განათლებას ეხმარება საქართველოს და ფული ამაში ეხარჯება, კი არ შერცხვებათ მათ, ისინი ჩამოვლენ მხრებგამართულები და აეროპორტში დახვდებიან ხალხი ტაშისცემით, საყვარელი ხალხი გახდებიან, მაგრამ ფულს რომ ხარჯავენ რევოლუციებში და უკუღმართობაში, ამის დამალვა უნდათ, ორჯერ ორი ოთხია. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო აქედან ისაა, ახალგაზრდების ჯგუფი გამოდიოდა „რუსული კანონია“, „რუსული კანონია“ ეკითხები რატომაა რუსული? - იმიტომ, ყველაზე კარგი პასუხი იყო იმიტომ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, რასაც პირველ რიგში ლიბერალური აზროვნება აკეთებს არის ის, რომ ადამიანს კრიტიკული აზროვნება არ უნდა ჰქონდეს.

„სხვათა შორის ლიბერალური იდეოლოგია პირველი რასაც აკეთებს, აკეთებს ამას, ადამიანს კრიტიკული აზროვნება არ უნდა ჰქონდეს, ლიბერალური ჰქვია, ფსევდოლიბერალურს, რასაც ვეძახით, ლიბერალურის მეტი ყველაფერია, რასაც გეტყვიან ის არის მართალი, იქიდან რომ გეტყვიან, იმას თუ გაიმეორებ მაშინ ხარ ლიბერალი, სიტყვა არა სხვა სიტყვა არ უნდა თქვა და ეს ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი, ისე მტკიოდა გული იმიტომ ამბობდნენ უკეთეს შემთხვევაში, ან რუსულია, რატომაა რუსული? არავინ განმარტებას არ აკეთებდა.


კრიტიკულ აზროვნებას უნდა მიეჩვიონ ჩვენი შვილები, უმეტესობა ამას აკეთებს, მაგრამ ნაწილი რომელიც აგრესიულად „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგი იყო და დღეს ნახეთ, ევროკავშირი იღებდა ხომ იცით? თუ ჩვენი კონსტიტუციით შევხედავთ, პირველი მოსმენით მიღებული ჰქონდათ უკვე და პირდაპირ უწერია, ეს უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ საქართველოს კრიტიკას ვერ შევაჩერებთ.


თვითონ აქვთ, რამდენ განვითარებულ სახელმწიფოს აქვს, ევროკავშირი თვითონ იღებდა და შეაჩერეს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო, აქ არის მთელი სიმართლე და ძაღლის თავიც აქაა დამარხული, რომ ჩვენ სახელმწიფოდ არ უნდა შევდგეთ, როგორც უნდათ, რანაირადაც უნდათ, ისე უნდათ დახარჯონ ფული, შენ ის არ უნდა იცოდე, სხვათა შორის ყველაზე დიდი დაპყრობას, უნივერსალურ დაპყრობას ეძახიან, ისე დაიპყრო, საზოგადოებამ არც კი უნდა იცოდეს, რომ დაპყრობილია. სააკაშვილი რომ გვარწმუნებდა, რომ საქართველო იყო დემოკრატიის შუქურა და ჩვენ ბედნიერ დღეში ვიყავით, გახსოვთ ხომ? ამ დროს რა ხდებოდა რეალობაში, დაახლოებით ამის მცდელობები აქვთ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930