გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი ენერგეტიკის დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

16-01-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკის დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის (GREDA) თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძე და  წევრი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG),  „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა“ და “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, ენერგეტიკულ სექტორში საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესებასა და საკვანძო ენერგეტიკულ  პროექტებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებს ენერგეტიკის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე ესაუბრა.

„კერძო სექტორისა და არასამთვრობო ორგანიზაციების მხადარჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დარგის სამომავლო განვითარებისთვის.  ბიზნესისა და მთავრობის ერთობლივ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის და მათ შორის, ენერგეტიკის წინსვლა“ - განაცხადა შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც  გაიმართება და ენერგეტიკის მიმართულებით მომუშავე ასოციაციებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  სამინისტროსგან მიიღებენ ინფორმაციას დარგში მიმდინარე  პროცესების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930