გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ძალიან მოკლე პასუხი იაფ თუ უფასო ფულის თემაზე უნიათო ღლიცინზე - 2014 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო საშუალოდ 200 მილიონს ხარჯავს ბიზნეს თუ აგროპროექტების დაფინანსებაზე, თანადაფინანსებაზე რომ არაფერი ვთქვათ

25-10-2024

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, 2014 წლიდან ბიზნესის მხარდასაჭერად 1 მილიარდი ლარი გამოყო, შეიქმნა 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა კერძო სექტორში.


როგორც მან აღნიშნა, ზემოთ ხსენებული არის ძალიან მოკლე პასუხი იაფ თუ უფასო ფულის თემაზე უნიათო ღლიცინზე.


ვოლსკი ასევე სარწყავი არხების ვიდეოსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ფერმერული მეურნეობების გაფართოების ხელშესაწყობად მრავალკილომეტრიანი სარწყავი არხებიც იქნა გაყვანილი.


„აი ეს კიდევ ძალიან მოკლე პასუხი იაფ თუ უფასო ფულის თემაზე უნიათო ღლიცინზე. 2014 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო საშუალოდ 200 მილიონს ხარჯავს ბიზნეს თუ აგროპროექტების დაფინანსებაზე, თანადაფინანსებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამის გარდა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ფერმერული მეურნეობების გაფართოების ხელშესაწყობად მრავალკილომეტრიანი სარწყავი არხებიც იქნა გაყვანილი. ასობით ლინკია დადებული ასეთი პროექტების შესახებ. განა არ იციან, უბრალოდ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი“, - წერს გია ვოლსკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930