გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: როგორც ჩვენთვის ცნობილია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და უკრძალავენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას

28-10-2024

„როგორც ჩვენთვის ცნობილია და შევეცდებით დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. უკვე დღე-ნახევარია გასული და „სამართლიანი არჩევნები“ ვერ ახერხებს, რომ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადება.


მამუკა მდინარაძე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს გამოვიდნენ, როგორც სხვა შემთხვევაში და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ.


„შეგახსენებთ, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეცდომად აღიარა და ჩვენ მაშინ საზოგადოებას ვამცნეთ, რომ 2020 წელს გაყალბებული იყო არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ოღონდ ეს შეეხებოდა მხოლოდ 2 პროცენტს. შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორება მათ სცადეს შეცდომის დარქმევით, ხოლო წელს, ისინი ვერ თუ არ აქვეყნებენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება usaid-ის მიერ. პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ, ყველანი ერთად მოვალენი ვართ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის იმიჯს და მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.


გუშინ, მათ გაავრცელეს ერთადერთი განცხადება, სადაც სხვათა შორის, ისე რომ არავის გაეგო ალბათ, იყო ასეთი სიტყვები ჩაწერილი, რაც საკმარისი არ არის:


„ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს“. კი ბატონო, დიდი მადლობა ობიექტურობისთვის. ვერიფიკაცია რას ნიშნავს ე.ი. შედარება შედარებას შეესაბამება, დაახლოებით ასეთი რაღაც თქვეს. ანუ, რაც შეიძლება ბუნდოვანი სიტყვები უნდა ყოფილიყო როგორც ჩანს მათ განცხადებაში, რომ ყველას ვერ გაეგო რაშია საქმე. მათ, გასაგებია რომ აღიარეს ცესკოს მონაცემები და თქვეს, რომ ერთი-ერთში დაემთხვა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, მაგრამ კეთილი ინებონ, გამოვიდნენ, როგორც სხვა შემთხვევაში აკეთებდნენ და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ, რამდენი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რა დაჯდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემებით, რამდენი გვარამიამ, „ნაცმოძრაობამ“ თუ ასე შემდეგ. ეს საერთოდ ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930