გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე, 2020 წელს რაც ვნახეთ, იგივე სცენარი მეორდება

29-10-2024

სამარცხვინოა, როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფსევდომტკიცებულებებით ცდილობენ განცხადებების გაკეთებას, დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე.


„გუშინ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფის განცხადება. მათ შორის რამდენიმე, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ბიურომ მტკიცებულებები წარმოადგინა.


სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს საარჩევნო მიზნები, რაც ისედაც ჩანდა. ამ ორგანიზაციებმა 20 ოქტომბერს უცხოური დაფინანსებით თბილისის ცენტრში მოაწყვეს საარჩევნო ღონისძიება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დარღვევას, მაგრამ შევხედოთ, რა იყო გუშინ.


ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ განცხადებები გაყალბებასთან დაკავშირებით, ბატონ თენგოს უნდა აეხსნა ჩვენთვის, მაგრამ, ვინაიდან ვერ აგვიხსნა, რა იყო ეს გაყალბების საშუალებები, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწიათ საუბარი.


გუშინ ვნახეთ მათი ბრიფინგი, სადაც იყო ციფრების თუ რიცხვების ბრახაბრუხი, 300 000 ხმა, რაღაც მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეო მასალა, ითხოვენ 180 უბნის გაუქმებას. ჩვენ ვნახეთ, რა ატვირთეს, დავაკვირდით, რაც იყო შესაძლებელი დროში. მართლაც სამარცხვინოა, როდესაც ასეთი სახის ფსევდომტკიცებულებებით ცდილობენ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე.


რაც ვნახეთ 2020 წელს, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, სხვათა შორის, ეს სცენარი უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც იქ არის გაწერილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930