29-10-2024
„ანა ნაცვლიშვილი როლშია და ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე ამტკიცებს რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, ანა ნაცვლიშვილი ისევე, როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებაზე ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ.
„ანა ნაცვლიშვილი როლშია და ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე ამტკიცებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, თუმცა არც მას და არც სხვა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს. დღეს გავრცელდა ანა ნაცვლიშვილის საჯარო განცხადება შემდეგი შინაარსით: „კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალის გასაჯაროებას, რომელიც დაამტკიცებს მიტაცების სპეცოპერაციას. ამ მასალების არ გასაჯაროება დაადასტურებს იმას, რომ სწორედ ეს არის შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას დანაშაულების შესახებ და სწორედ ეს არის ის სქემა, რომლითაც მოხდა არჩევნების მიტაცება". ამ განცხადებით ოპოზიცია მოითხოვს გაყალბების არ არსებული დოკუმენტების საპასუხოდ ცესკომ შექმნას დოკუმენტური მასალა და დაამტკიცოს ოპოზიციური სპექტრის ნარატივი, რომ არჩევნები გაყალბდა. ავლიპი მაინც გადმოახედა, სერიოზული დახმარებაა საჭირო,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.