31-10-2024
ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ის ძალა, რომელსაც პოლიტიკური პარტია შეიძლება ვუწოდოთ, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ის ძალა, რომელსაც პოლიტიკური პარტია შეიძლება ვუწოდოთ. ქეისები, რაც არის მომზადებული [„ნაციონალური მოძრაობის“] დელეგიტიმაციის თვალსაზრისით. უნდა გაიწმინდოს ეს ველი და მერე ამ ველზე უნდა შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები. თუ ჩვენ ასე გავაგრძელეთ, იგივე გაგრძელდება - 2028 წელს კიდევ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, უბრალოდ მეტი ადამიანი იქნება ფრუსტრირებული.
ახლა ძალიან ფრუსტრირებულია „ლელოს“ და გახარიას ამომრჩეველი, რომელიც ამას [წაგებას] არ ელოდა. მათი ამომრჩეველი პრინციპულად განსხვავდება „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლისგან. ეს არის ახალი ელექტორატი, რომელიც გვეუბნება, რომ აქვთ რაღაც მოთხოვნილება სიახლეზე. გახარიამ და „ლელომ“ თავი დაისაფლავეს, როგორც მომავლის პოლიტიკოსებმა, მაგრამ ეს ადგილი არსებობს. როგორც მენდელეევის მატრიცაში არსებობს ელემენტი, რომელიც არ აღმოჩენილა, აქაც [ქართულ პოლიტიკაში] არის ადგილი და საჭიროა პოლიტიკოსი, რომელიც იგრძნობს და ამ ხალხს, ელექტორატის ამ ნაწილს გამოეპასუხება“, - აღნიშნა შათირიშვილმა.