1-11-2024
„რადიკალები ყველას თვალწინ თაღლითობენ და საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა.
„[ოპოზიცია ვითომ „არჩევნების გაყალბებას“ ეძებს და ამ დროს, აქეთ ვამხილეთ ოპოზიცია იმავეში - ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ოპოზიციური პარტიების სადამკვირვებლო სიაში იყვნენ რეგისტრირებულები, ისე რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ]. ეს მასალა პროკურატურაში წარვადგინეთ. მანამდეც ცხადი იყო, თუ რას წარმოადგენდა რადიკალური ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ [ამით კიდევ უფრო მკაფიო გახდა მათი შინაარსი]. ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა. რადიკალები ყველას თვალწინ თაღლითობენ და საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
« მარტი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |