7-11-2024
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 21 ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. WTM London-ზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრობს „ჯორჯიან ბასის“ წარმომადგენელი შალვა ხუციშვილი.
„WTM ერთ-ერთიუდიდესიტურისტულიგამოფენაადამნიშვნელოვანიასაქართველოსმონაწილეობა. 2025 წლიდანდიდბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები იწყება, რეისებს British Airways და EasyJet შეასრულებენ. ეს დაეხმარება საქართველოს მეტი ბრიტანელი სტუმარი მოიზიდოს, განავითაროს როგორც დასვენების, საქმიანი, ასევე კორპორაციული ტურიზმი. ევროპელი ტურისტების მოსაზიდად WTM London-ში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“,-აცხადებს შალვა ხუციშვილი.
WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.