გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy: Advancing Climate Mitigation Action

12-11-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy: Advancing Climate Mitigation Action.


მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმებსა და ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.


პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მოქმედ კანონზე განახლებადი ენერგიის შესახებ, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.


მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის გაძლიერებას და განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირში, შეამცირებს ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებას და ენერგეტიკული პორტფელის დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას, რომლის შედეგად ქვეყანაში ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, ნახშირბადის ემისია შემცირდება და ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930