გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა სარფში 4 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

18-11-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად (ავტომობილის სალონში არსებული სავარძლის ქვეშ), 3 900 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.


„საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 505 667.28 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა” –აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728