17-01-2018
გაეროს გენერალური მდივანის ანტონიო გუტიერშის განცხადებით, მომავალი წლის განმავლობაში გაეროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ პარალიზების შეწყვეტაა, რომელსაც ევროპაში არსებული კონფლიქტების გამწვავება და გაყინვა მოჰყვა.
როგორც გენმდივანი აღნიშნავს, ამისათვის საჭიროა კვლავ გამოცოცხლდეს სამშვიდობო შუამავლობის ინიციატივები, საქართველოსთვის-ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
„მოცემული სიტუაციის გადაჭრა, ნაციონალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოითხოვს. კვლავ უნდა გამოცოცხლდეს სამშვიდობო შუამავლობის ინიციატივები, მათ შორის, ნორმანდიის ფორმატი აღმოსავლეთ უკრაინისთვის, ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრები მთიანი ყარაბაღისთვის, ასევე საქართველოსთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე მოვუწოდებ ევროპის ლიდერებს, დავამტკიცოთ, რომ კონტინენტს მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეის განხორციელება შეუძლია," - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
18-12-2024