გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკური მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე დაასრულა

20-11-2024

„ოპოზიცია ლეგიტიმაციის გარეშე დარჩა მათი პატრონებისგან და ხალხისგან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე, როგორც ლოკალური ომის პარტიის წარმომადგენლებზე, მათმა პატრონებმაც ჩაიქნიეს ხელი.


„რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკური მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე დაასრულა. თავადვე აღიარეს, რომ მელიქიშვილის გამზირზე უშინაარსოდ შეიკრიბნენ. მათი ეს განცხადება კი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო ქუჩაში, პარლამენტში, რუსთაველზე და საბოლოდ მელიქიშვილის გამზირზე. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უშინაარსო უწოდეს აქციას, სადაც ბოლოს ვაშაძე რომ გამოვიდა, მხოლოდ ოპერატორები და ჟურნალისტები იდგნენ და მათ უთხრა, დავიშალოთო. ოპოზიცია მიხვდა, რომ აქციაზე მათი მხარდამჭერთა რაოდენობა იმდენი იყო, რომ ვინმესთან სახლშიც დაეტეოდნენ და თქვეს, წავიდეთ და იქ დავილაპარაკოთო. ეს იყო მათი ბოლო პოლიტიკური ბანაობა. პარლამენტის პირველი სხდომის დროს, რა თქმა უნდა, ვნახავთ რამდენიმე ადამიანს ქუჩაში. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ოპოზიცია მათი პატრონებისგან და ხალხისგან ლეგიტიმაციის გარეშეა დარჩენილი. ბოლო პერიოდში, დასავლეთიდან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომ აშკარაა, მათმა პატრონებმაც ჩაიქნიეს ხელი აქაური ლოკალურ ომის პარტიის წარმომადგენლებზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930