გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

17-01-2018

თბილისში, კვირის გარკვეულ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ღამის თბილისის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც თებერვლის ბოლოს წარადგენს. 

„ჩვენს ხედვას თებერვლის ბოლოს წარმოვადგენთ, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯი. იქნება ახალი ხედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ჯერ ზოგადად ტრანსპორტის სტრატეგიას წარმოვადგენთ, როგორ ვფიქრობთ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განვითარებას, როგორი სტრატეგია უნდა გვქონდეს. ცვლილებები იგეგმება ტაქსების მიმართულებითაც. გარკვეული დღეების განმავლობაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებში იმოძრავებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წანასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაში შედიოდა. როგორც კალაძე აცხადებდა, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის. 
ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930